11 მაისს ახალციხეში დასუფთავების აქცია მოეწყობა.
ხვალ 11 მაისს ახალციხეში დასუფთავების აქცია მოეწყობა. მასში მონაწილეობას საჯარო სკოლები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ. ყველა დაწესებულება თავის ტერიტორიას დაასუფთავებს. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება ქალაქის გასასვლელებიც. ნაგვის გატანას შპს კეთილმოწყობა უზრუნველყოფს. დასუფთავების აქცია დილის თერთმეტი საათიდან საღამოს 5 მდე გაგრძელდება. მონაწილეთა ტერიტორიებზე განაწილება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდება, სადაც მათ არასამთავრობო ორგანიზაცია " დავასუფთავოთ საქართველო” კეპებს, მაისურებს, ხელთათმანებსა და საჭირო ნივთებს გადასცემს. აქციის ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობა და დემოკრატიული მმართველობის პროგრამა უწევს. 
| : 0.0/0