13 ახალი ტრაქტორი სამცხე-ჯავახეთს და ხვნა -თესვასთან დაკავშირებული პრობლემები
წელს რეგიონის მოსახლეობას არსებულ ტექნიკასთან ერთად კიდევ 13 ახალი ტრაქტორი მოემსახურება, რომელიც სახელმწიფომ ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთისათვის გამოყო. შპს ,,მექანიზატორმა~ ტექნიკა აპრილის დასაწყისში მიიღო. აქედან 7 ერთეული ახალციხეში ხოლო დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ახალი ტრაქტორები მიწის დამუშავებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ნაწილობრივ მოაგვარებს, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი მაინც არ არის.7 ტრაქტორი რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში იმუშავებს პირველ ეტაპზე აწყურის, ურავლისა და სვირის საკრებულოებში გადანაწილდა, რის შემდეგაც მიწის დამუშავებისათვის ისინი სხვა საკრებულოებში ეტაპობრივად გადავლენ. შპს მექანიზატორიდან ტექნიკის დაქირავება გლეხს დაახლოებით 160 დან 180 ლარამდე დაუჯდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ტექნიკის რაოდენობის გაზრდა მათ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რადგან საკითხი კომპლექსურია და ტექნიკის ხელმისაწვდომობასთან ერთად ქვეყანაში მოსავლის რეალიზაციისა და სოფლის მეურნეობაში არსებული სხვა პრობლემების მოგვარებაც უნდა დაიწყოს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რეგიონს ახალი ტრაქტორები კიდევ დაემატება და მაისის ბოლოს მექანიზაციის ცენტრის გახსნის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სულ 40 ერთეული ახალი ტექნიკა შემოვა. რომელიც მუნიციპალიტეტებში ფართობების მიხედვით გადანაწილდება, ამ ეტაპზე კი სამცხე-ჯავახეთი მიწების 50 პროცენტი ისევ დასამუშავებელია.
| : 0.0/0