2012 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
 მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 41 ათასმა მოსწავლემ მიიღო. როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ყველაზე მეტად საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება გაუჭირდათ. ჩაჭრილთა უმეტესობაც აღნიშნულ საგნებშია. მიმდინარე სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმა ტესტირება მშობლიურ ენაზე ჩააბარეს, თუმცა ახალციხის #3 საჯარო სკოლაში რეგისტრირებული 66 მოსწავლიდან 31–მა საგამოცდო ბარიერი ვერ გადალახა. ამის მიზეზად სკოლის ხელმძღვანელობა ტესტების არაზუსტ თარგმანს ასახელებს. განსხვავებული მდგომარეობაა # 6 საჯარო სკოლაში, აქ ბარიერი დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლემ გადალახა. როგორც ახალციხის საჯარო სკოლების დირექტორები განმარტავენ, 2012 წელს მოსწავლეებმა გასულ წელთან შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს და შესაბამისად ჩაჭრილთა რიცხვმაც დაიკლო. მთლიან საგანმანათლებლო სისტემაში საგნების მიხედვით საშუალო ქულა 8 დაფიქსირდა. 
| : 0.0/0