9 აპრილის ტრაგედია, ისევე როგორც მთელს საქართველოში დღეს სამცხე–ჯავახეთშიც გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მოსახლეობა და ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ცენრალურ პარკში შეიკრიბნენ. 9 აპრილის მემორიალი მათ გვირგვინით შეამკეს, სანთლები დაანთეს და 1989 წლის აპრილის თვეში თავისუფლებისათვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა და ახალგაზრდა პოეტებმა დაღუპულთა მიმართ პატივის
...
»»»