"სრული გარანტია არსებობს იმისა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში
სახელმწიფოს მხრიდან არც ერთი ვალდებულება არ დარჩება შეუსრულებელი”
(საქართველოს პალამენტის თავმჯდომარე- დავით უსუფაშვილი 2013წ. 1 აგვისტო)
ნეხევარ წელიწადზე მეტი გავიდა იმ მომენტიდან, რაც „საქართველოს სომეხთა სატვისტომო"-მ მეტრომშენის უბანში მდებარე სომხურენოვანი სკოლის აღდგენის თხოვნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.
„2004-12წწ.პერიოდში ქ.თბილისში ერთი მეორეს მიყოლებით იხურებოდა სომხურენოვანი სკოლები, ხოლო ქვეყნის მასშტაბით სომხურენოვან სკოლებს ფუნქციონირების მრავალი პრობლემა ექმნებოდათ. არსებული ვითარება სომეხთა სატვისტომოს მწუხარებასა და აღშფოთებას იწვევს, რადგან სომხურენოვანი სკოლა ჩვენი თვითმყოფადობის ერთ–ერთი მთავარი გარანტია. ეს პროცესი (სომხურენოვანი სკოლების დახურვა) იყო ინიცირებული წინა ხელისუფლების მიერ და ხორციელდებოდა სხვადასხვა გზებით: რეორგანიზაციისა და მასწავლებლების სკოლიდან დათხოვნით ან საგანმანათლებლო დაწესებულების პირდაპირი დახურვით.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, ახალი ხელისუფლება, უარს იტყვით წინა ხელისუფლების დისკრიმინაციულ ქმედებებზე და განიხილავთ არაქართულ
...
»»»