მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. 2015 წლიდან საქართველოში სამაუწყებლო სიგნალები ციფრულად გავრცელდება და სატელევიზიო პროგრამებს ციფრული ფორმატი ექნებათ. თუმცა რა არის ციფრული მაუწყებლობა და რა გამოწვევების წინაშე დადგება მოსახლეობა, ახალციხელების დიდი ნაწილისთვის უცნობია. იმისათვის, რომ მაყურებელმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სატელევიზიო სიგნალი მიიღოს, მის ტელევიზორს DVB-T2 (დე ვე ბე ტე ორი) სტანდარტის მხარდაჭერა დასჭირდება. შესაძლებელია ტელევიზორი HD (ეიჩ–დი) გამოსახულებას იღებდეს, თუმცა, ციფრული სიგნალის მიღება მაინც ვერ შეძლოს. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი სტანდარტი არ აქვს მაშინ მას ე.წ. Set Top Box-ის მიერთება მოუწევს. სახელმწიფო სოცილაურად დაუცველ მოსახლეობას ამ მოწყობილობას უფასოდ დაურიგებს. ისეთ ოჯახებს, რომლებსაც შავთეთრი ტელევიზორი აქვთ მის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. ტექნიკის მაღაზიებში აცახდებენ, რომ ციფრული მაუწყებლობის შესახებ იციან, თუმცა როდისთვის განხორციელება ცვლილებები მათთვის უცნობია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებებს გამოიწვევს. მაუწყებლების მიერ ციფრუ
...
»»»