21 თებერვალს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა, უწმიდესმა გარეგინ მეორემ მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მის უწმიდესობას წარუდგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობა, კერძოდ შეეხო ბოლო პერიოდში მასმედიისა და სხვადასხვა პირთა მიერ ეპარქიის მოღვაწეობაზე გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. წინამძღვარმა აუწყო მის უწმიდესობას, რომ მიუხედავად ეპარქიის მოღვაწეობის შესახებ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებებისა, საქართველოს სომეხთა ეპარქია აგრძელებს თავის ჩვეულ მისიას, ხელმძღვანელობს კანონიკურად და იურიდიულად მიღებული პრინციპებით.
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა წრეებში ეპარქიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველივე ეჭვის გასაქარვებლად, საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს წარედგინა თხოვნა - დაინიშნოს კომისია, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოღვაწეობისა და არსებული პრობლემების შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად.
უწმიდესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ, ხოსცშესხმული ენერგიული მოღვაწეობისათვის, კურთხევის სიტყვით მიმ
...
»»»