2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია

გიორგი კოპაძე – კოლიცია „ქართული ოცნება“ 60.44 %
გელა დემეტრაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 31.03 %
ზაზა ნათენაძე – „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“ 4.38 %
გოჩა ათოშვილი – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ 4.15 %
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლი კი ხმათა უმრავლესობით, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენელი ზაზა მელიქიძე გახდა. პროპორციული სიისთ პარტიამ 59.82 % – ით გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში არსებული 22 უბნიდან რაოდენობა დადგენილია 21 უბნის მიხედვით. ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ხმები გამგებლობის 5 კანდიდატზე ასე გადანაწილდა:
ზაზა მელიქიძე – კოლიცია ქართული ოცნება 59.7 %
გოჩა გვარამაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 32.16 %
მამუკა გოგოლაძე – დავით თარხან მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 4.33 %
ოლეგ ძოწენიძე – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ 2. 5 %
ბახვა გელაშვილი – „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ 1. 31 %
თვითმმართველობის არჩევნებში ადიგენის გამგებლობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. აქ ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. პროპორციული სიით მუნიციპალიტეტში კოალიციამ უპირატესობა ხმათა 57.73% –ით მოიპოვა. ცესკოს ვებ–გვერდზე არსებული ინფორმაცის მიხედვით, სადაც 18 უბნიდან 15 უბნის მონაცემებია განთავსებული. ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა.
ზაქარია ენდელაძე – „კოლიცია ქართული ოცნება – 58.93 %
სიმონ პარუნაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 31.46 %
თამაზ მწყერაშვილი – ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია – 9,61 %
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე რჩება ოცნების წარმომადგენელი ლევან ცაბაძე. მან ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო. კოალიციამ ასევე გამარჯვება მოიპოვა პროპორციული სიის მიხედვით. აქ „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 53. 41 %– მა დაუჭირა. ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისათვის მონაცემები 21 უბნიდან არის შესული. სულ მუნიციპალიტეტში 23 საარჩევნო უბანია. ასპინძის მუნიციპალიტეტში კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა:
ლევან ცაბაძე – „კოალიცია ქართული ოცნება „ 53.04 %
ბესიკ ბექაური – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 33.69 %
გელა ლეკიშვილი – ნინო ბურჯანაძე ერთიანი იპოზიცია 11.39 %
ნიკოლოზ ბერიძე – არასაპარლამენტო ოპოზიცია – 1. 88 %
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დრომდე მუშაობს მაჟორიტარული სიით ხმათა რაოდენობის შედეგებზე. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით ამომრჩეველთა 51 % –მა მიიღო. აქედან მოსახლეობის აქტივობამ 50.53 % შეადგინა ახალციხეში, ადიგენში – 58.27 %, ხოლო ასპინძაში 68.95 %.