საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.
„სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).
თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი... მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.
აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის,
...
»»»