ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატმა კი უკვე დადო ფიცი კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს ხალხის ნდობის გამოჩენის შედეგად დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი.
საქართველოს კონსტიტუცია -სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც დეკლარირებს და გარანტირებს ქვეყნის მოქალაქეების, მიუხედავად მათი ეროვნების, რასისა და კულტურული კუთვნილობისა, სოციალურ და პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობის რეალიზებას. ქვეყნის კონსტიტუცია -გარანტია სახელმწიფოში აღმსარებლობის თავისუფლებისა და პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში თვითგამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოს უკვე 25 წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი საკითხი, დაკავშირებული ქვეყნის მოქალაქეების -სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების სოციალურ–პოლიტიკურ სრულყოფილ ჩართულობასთან, ინტეგრაციასთან, დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფებს შორის ჭეშმარიტ თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფასთან, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა სუბიექტების თანასწორუფლებიანობის საკითხები, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხებს შორისაა და აუცი
...
»»»