24 აპრილი ახალციხეში

24 აპრილს, სააღდგომო წირვის შემდეგ , ქალაქისა და რაიონის სოფლების სომეხი მოსახლეობა მიემართა სომეხი ეროვნების გენოციდის მსხვერპლთა ძეგლისაკენ, რომელიც მდებარეობს ქალაქის გარეუბან მარტაში. მათ სახელმწიფო დროშით, სხვადასხვა პლაკატებითა და მოწოდებებით გაიარეს ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

ხალხი ყვავილებით მივიდა ძეგლთან და ილოცა გენოციდის მსხვერპლთა სულების სიმშვიდისათვის.

| : 0.0/0