35 წლის ქალი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, ქალბა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მოულოდნელი წვიმის დროს მას მეხი დაეცა. ადგილობრივების თქმით, ქალბატონმა მიღებული ელექტრო შოკის გამო გონება დაკარგა. ოჯახის წევრებმა იგი ახალციხის სავანტყოფოში–“უნიმედი სამცხეში” გადაიყვანეს. მედიკოსებმა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

35 წლის ქალბატონს ახალციხის სამედიცინო პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ცხედარი ოჯახის წევრებმა სახლში გადაასვენეს.

მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
| : 0.0/0