A ჰეპატიტის მქონე ადამიანთა რიცხვი სოფელ ხერთვისში ყოველდღიურად იზრდება

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის ხერთვისში ა ჰეპატიტის მქონე მხოლოდ 10 პიროვნებაა, თუმცა მოსახლეობა ირწმუნება, რომ ინფექცია თითქმის ყველა ოჯახშია გავრცელებული და დაავადებულთა რიცხვი 30–ს აღემატება. მათივე განმარტებით, ადგილობრივების ნაწილს ფინანსური პრობლემების გამო ბავშვების მკურნალობა საავადმყოფოში არ შეუძლიათ, ამიტომ ისინი ინფექციას ოჯახურ პირობებში ებრძვიან.