ახალციხის სომხური ახალგაზრდული Kკულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი
ახალციხის სომხური ახალგაზრდთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა დაიწყო თავისი მოღვაწეობა 2006 წლის 25 სექტემბრიდან. ოფისი გარემონტდა და გაიხსნა აშშ-ს დასავლეთის სანაპიროს ,,ჯავახქ’’ფონდის მიერ. საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ეს იყო ახალციხეში ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც განავრცო თავისი ფუნქციონირება კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. ამ დროს არსებულ ვითარებიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ ასევე ნაწილობრივ დაინტერესდა რეგიონში სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხით. მოკლე დროის განმავლობაში ორგანიზაციამ, თავისი თანამშრომლების ერთგულობითა და შრომისმოყვარეობით, საკმარისი წარმატება მოიპოვა და დაიწყო ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობა.
 ახლად დაარსებული ორგანიზაციის წყალობით უფრო დიდი ბიძგი მიიღეს 23-24 აპრილის დიდ გენოციდსა და მაისის გამარჯვების დღეს მიძღვნილმა ღონისძიებებმა.
 მოკლე დროის შემდეგ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა დაიწყეს მონაწილეობის მიღება ქალაქში და ქალაქგარეთ გამართულ სხვადასხვა შეხვედრებზე და ღონისძიებებზე, რომლებიც ორგანიზებულიყო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამ შეხვედრებზე და ღონისძიებებზე ცენტრის წევრების დასწრების მეშვეობით ყოველთვის განიხილებოდა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომეხი მოსახლეობის პრობლემები. 
2009 წლის 22 იანვრის გახმაურებული დაპატიმრებების შემდეგ ცენტრის წევრებმა გადაწყვიტეს აერჩიათ ახალი პასუხისმგებელი პირი ვერონიკა ჰამბარიანის ხელმძღვანელობით. ვერონიკა ჰამბარიანის მოღვაწეობის პირველსავე დღეს ორგანიზაციის სახელწოდებაში შეტანილიქნა ცვლილება და ორგანიზაციას უწოდეს ,, ახალციხის სომხური ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, ე.ი. სახელწოდებაში დამატებულიქნა ფრაზა ,,კულტურულ -საგანმანათლებლო.’’
დღესდღეობით ცენტრის მოღვაწეობა მრავალფეროვანია. მისი მოღვაწეობა ასევე ხელს უწყობს სომეხ ახალგაზრდებს ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებასა და კულტურული თვითმყოფადობის გაძლიერებას.
 ცენტრში არსებობს სომხური ენის, ქართული ენის, ინგლისური ენის, სომხეთის ისტორიის, ხალხური ცეკვებისა და სიმღერების, დოლის, ჭადრაკის, ინფორმატიკის, რადიოტექნიკის, ხატვის, ხელსაქმისა და დიზაინის ჯგუფები. ამასთანავე ცენტრში მოქმედებს ,,ზორო ზორიან’’ ახალგაზრდული გაერთიანების ახალციხის ფილიალი. ჩენტრში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა. ყველაზე უმცროსი მოსწავლე 4 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი- 45 წლის.
დღესდღეობით ცენტრს ყავს 250-დან 300 მოსწავლე, რომელთაგან 30 ახალციხის რაიონის სომხური სოფლებიდან დადიან.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ წლებთან განსხვავებით, ცენტრში დადიან მოსწავლეები რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან, რის შედეგადაც დღესდღეობით სოფელ პატარა პამაჭში არსებობს ცეკვის ანსამბლი.
ახალციხის სომხური ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან და მისი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ეკლესიის მიერ ორგანიზებულ ლიტურგიებზე და ღონისძიებებზე. ცენტრში ახალგაზრდები ასევე სწავლობენ სულიერ სიმღერებს, რომლებსაც ასრულებენ ეკლესიის მიერ ჩატარებული ლიტურგიების დროს.
 ეკლესიისა და ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე, 2008-2009წწ. ორგანიზებულიქნა სალოცავად გამგზავრება ,, სასომხეთის წმინდა ადგილებში’’. ამ მოგზაურობაში ცენტრის 30-ზე მეტმა უფროსმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 
2009 წლის 1 აგვისტოს ახალციხეში გაიხსნა დიდი სომეხი მხატვარი ვარდგეს სურენიანცის საპატიო დაფა, რის შემდეგ გაიმართა დიდი კონცერტი, რომელზეც მონაწილეობა მიიღეს სასომხეთიდან და საქართველოს სხვა რაიონებიდან მოწვეული ცნობილი მომღერლები. ამ ღონისძიებაზე ახალციხის სომხური ახალგაზრდულ- საგანმანათლებლო ცენტრმაც მიიღი მონაწილეობა. ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შესრულებამ გააოცა მაყურებლები.
შამცხე-ჯავახეთში ორგანიზებულ ყველა ამგვარ ღონისძიებაზე ცენტრის მოსწავლეებს ყოველთვის წარმოუდგენიათ ეროვნული ცეკვები და სიმღერები, რომელიც დადებითად მოქმედებს ამგვარ განცალკევებულ რეგიონზე, როგორიც სამცხე-ჯავახეთია.
დღესდღეობით, იმისათვის რომ ცენტრის მუშაობა იყოს უფრო ეფექტური, საჭიროა:
1. ოფისის ფართობის გადიდება
2. ოფისის სასარდაფო ფართის გარემონტება
3. გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა
4. კომპიუტერების განახლება და დიდი სისწრაფის ქსელით უზრუნველყიფა
5. ფოტო და ვიდეო აღჭურვილობა
6. ეროვნული საცეკვაო ფორმები
7. მხატვრული ლიტერატურა
8. ანაზღაურების ამაღლება.

 თუ გადაიჭრება ზემოაღნიშნული ყველა პრობლემა, ცენტრის მოღვაწეობა გახდება უფრო ეფექტური და დიდი სულისკვეთება გადაეცემა ორგანიზაციის სომხური იდენტობის შენარჩუნების მისიას.




| : 0.0/0