აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონი დოლარი დაიხარჯება
რეგიონის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კურორტზე აღდგენითი სამუშაოებისათვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. პროექტის განხორციელება 2016 წლიდან დაიწყება, მანამდე კი ადგილობრივები არაერთ პრობლემაზე საუბრობენ..

მწყობრიდან გამოსულია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები, დაბინძურებულია სასმელი წყალი, მოშლილია საკანალიზაციო სისტემა

წლებია, მოსახლეობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. შესაბამისად, აქ ტურისტის მოზიდვა და დაინტერესება საკუთარი ძალისხმევით უხდებათ.

ათეული წლების შემდეგ, აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. ინფრასტრუქტურული სამუშოები 2016 წლიდან უნდა დაიწყოს. მიმდინარე წელს კი მხოლოდ პროექტები მომზადდება.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი განმარტავს, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, აბასთუმნის ურბანული აღდგენა, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და საგზაო სისტემების მოწესრიგება, ასევე საბაგირო ხაზისა და ობსერვატორიის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.
| : 0.0/0