ადგილობრივები საშეშე მერქანს ვერ იმარაგებენ

რეგიონის მაშტაბით, ზამთრისათვის შეშით მომარაგება, რომ ყოველწლიურად პრობლემას წარმოადგენს, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის " კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ნინო ლომიძე ამბობს, რომ ტყის რესურსი ყოველწლიურად მცირდება და ამიტომ მოსახლეობამ გასათბობად არა შეშა, არამედ სხვა ალტერნატიული საშუალებები უნდა გამოიყენოს. მისისვე თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეშით მომარაგებისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია.
ადგილობრივ მერიაში განმარტავენ, რომ ახალციხეში საშეშე მერქნით მომარაგების თაობაზე ნებართვა უკვე ერთი თვეა გაიცა. თითოეული ოჯახი კუთვნილ 7 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს. ამასთან, სოციალურად დაუცველთა სია უკვე მზად არის და მათ საშეშე მერქანი ახლო მომავალში დაურიგდებათ.