ადგილობრივი ბიუჯეტი 87000 ლარით გაიზარდა.

ახალციხეში მუნიციპალური საავადმყოფო გაიხსნება– ამის შესახებ 21 მაისს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. მათი თქმით, მსგავსი დაწესებულების არსებობისათვის მუნიციპალიტეტი და მედიკოსები ერთობლივად იმუშავებენ. გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტი დაახლოებით 87000 ლარით გაიზარდა. საკრებულოში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთიდან რამდენიმე მიმართულებით დაფინანსება გაიზარდება: ინფრასტრუქტურის, დასუფთავების ღონისძიებების, გარე განათების მოწესრიგების, სკოლამდელი აღზრდისა და კულტურის დაწესებულებების რეაბილიტაციისათვის თანხა უკვე განისაზღვრა. მაგის გარდა დეპუტატები საქართველოს მთავრობის განკარგულებას გაეცნენ, რომლის მიხედვითაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფომ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ჯამში 50 მილიონამდე ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლად არსებული პრობლემები მოაგვარონ. საკუთარი თემისთვის განსაზღვრულ თანხას ისინი საჭიროებისამებრ თავად გადაანაწილებენ. 

| : 0.0/0