ადიგენის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ირწმუნება, რომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარება აუცილებლად მოხდება. ავთანდილ კაჭაკაჭაშვილი აცხადებს, რომ ზარალის შესწავლასა და დასკვნის დადებას დიდი დრო დასჭირდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქია მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაფიქსირდა, რა დროსაც 9 სოფელმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. ზარალის საერთო ოდენობამ მუნიციპალიტეტში 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა.