ადიგენის სოფელ ფლატეში არსებული შენობის საქმეზე გამოძიებას ითხოვენ

თავად არქიმანდრიტი ნიკოლოზი კი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და განმარტავს, რომ მეჩეთთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ზარზმის მონასტრის წინამძღვრის თქმით, მსგავსი თემების წამოწევა მოსახლეობაში ურთიერთობას ძაბავს
ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა ფლატეს მეჩეთის დანგრევასა და ტერიტორიიდან ქვების გატანას უარყოფს. ისინი ჰყვებიან, რომ ორი ათეული წელია რაც შენობა თავისით დაინგრა. მათივე თქმით, კედლებიდან ქვები ახლაც ცვივა და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ფლატეს მკვიდრნი იმასაც ამბობენ, რომ თავის დროზე შენობა მახლობლად მდებარე ეკლესიის ქვებით აშენდა.
ფლატეს შენობა 1917 წლით თარიღდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ იგი წლების წინ ხორბლის საწყობად იყო ქცეული. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, კედლებისა და სახურავის ჩამონგრევამდე კი აქ სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი განთავსდა. სოფელ ფლატეს შენობა ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე კულტურული დაწესებულების სტატუსით არის აღრიცხული.