ადიგენში მუსლიმი და ქრისტიანი თემი საერთო სასაფლაოს გამოყოფაზე შეთანხხმდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება შთანხმებით დასრულდა. ორი კონფესიის წარმომადგენლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელს საერთო სასაფლაო ექნება, რომელსაც შუაში ღობე გაყოფს. ერთ მხარეს მიცვალებულებს მუსლიმები, ხოლო მეორე მხარეს ქრისტიანები დაკრძალავენ. შესაბამისად სასაფლაოს ორი შესასვლელი ექნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა დღეს, 2 მარტს გამართულ შეეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც მუნიციპალიტეტისა და რეგიონის პირველი პირები, ორივე რელიგიური თემის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის თქმით, ინციდენტი ხელოვნურად მართული და პროვოცირებული იყო.
შეთანხმების შემდეგ, ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც საერთო სასაფლაო უნდა მოეწყოს.

შეგახსენებთ, რომ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, სოფელ ადიგენში დაიპრისპირება 29 თებერვალს დაიწყო. ქრისტიანების უკმაყოფილება მუსლიმებისთვის სოფელში სასაფლაოს გამოყოფის საკითხმა გამოიწვია. ქრისტიანი მოსახლეობა ირწმუნებოდა, რომ მუსლიმეების სასაფლაოსათვის ტერიატორიის გამოყოფას არ დაუშვებდნენ.
| : 0.0/0