ადიგენში სპორტული სკოლა დაიწვა
ადიგენის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ სტადიონზე მდებარე სპორტულ სკოლაში, გამთენიისას ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სპორტსკოლის შენობა მთლიანად დამწვარია. ამის შესახებ ადგილობრივ სახანძრო სამსახურში ზარი 05:57 საათზე დაფიქსირდა. შემთხვევის ადგილზე ორი ჯგუფი გავიდა. მეხანძრეები ამბობენ, რომ ადგილზე მისულებს შენობა უკვე დამწვარი დახვდათ. სპორტსკოლის შენობა მთლიანად დამწვარია და სპორტული ინვენტარი განადგურებულია. წინასწარი მონაცემებით ზარალი დაახლოებით 20 000 ლარამდეა. შემთხვევის ადგილზე ახალციხის კრიმინალისტიკური სამსახური მუშაობს, რომელიც ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას შეეცდება. 
| : 0.0/0