ადიგენში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა

შეგახსენებთ, რომ სტიქია ადიგენში 14 სექტემბერს დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ადიგენის მუნციპალიტეტის 9 სოფელი დააზარალა. ნახევარ საათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალურად შექმნილი კომისია სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ორი მიმართულებით – სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით 2 კვირის განმავლობაში ითვლიდა.