ახალგაზრდული ცენტრის ანგარიში საზოგადოებას
 სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა, ბოლო ექვსი თვის მანძილზე შესრულებული ღონისძიებების პრეზენტაციაგამართეს. შეხვედრა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გრანტების მენეჯერი, ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ექვსი თვის მანძილზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში სამცხე–ჯავახეთის ქართული და არაქართულენოვანი საჯარო სკოლების, სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა წარადგინეს, ისინი ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი. შეხვედრის დასასრულს პროგრამის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა სამცხე–ჯავახეთში 2010 წლის ივნისის თვეში დაიწყო და 2014 წლამდე გრძელდება.
| : 0.0/0