ახალი მექანიზაციის ცენტრი ახალქალაქში
  ახალქალაქში მექანიზაციის სერვისცენტრი გაიხსნა, რომელიც ამ დროისათვის 3 ტრაქტორითა და 9 სამანქანო იარაღითაა აღჭურვილი. ცენტრი 300 ფერმერს მოემსახურება და დამატებით 500 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო სავარგული დამუშავდება.ცენტრის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ მაჭავარიანი და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი დაესწრნენ. ცენტრში 8 ადამიანია დასაქმებული.პროექტი აშშ–ს განვითარების სააგენტომ დააფინანსა, მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 21 სამანქანო მომსახურების ცენტრის გახსნა იგეგმება, რაც 225 სამუშაო ადგილს შექმნის და დახმარებას 14 000 მცირე ფერმერს გაუწევს. ახალქალაქის შემდეგ მექანიზაციის სერვისცენტრი ზესტაფონში გაიხსნება.
| : 0.0/0