ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისათვის
სოფელ ფოკის 15–მდე ეთნიკურად სომეხი მოსწავლე ქართული ენის უკეთ შესწავლას ონლაინ გაკვეთილების საშუალებით შეეცდება – ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს სახელმწიფო ენაზე ტესტირება და ზეპირი გასაუბრება ჩაუტარდათ. ქართული ენის ცოდნის დონის მიხედვით, მათგან ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელსაც სალექციო კურსი კვირაში ორჯერ, დისტანციური სწავლების მეთოდით ჩაუტარდებათ.15 მოსწავლის შესარჩევად, 19 მაისს პროექტის ორგანიზატორებმა გასაუბრება მოაწყეს. არასამთავრობო ორგანიზაციის, სახელწოდებით, ”მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი ფოკის ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სახელმწიფო ენას სოფლიდან გაუსვლელად, უსასყიდლოდ დაეუფლონ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით “ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. მისი წარმომადგენლების თქმით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული ენის შემსწავლელ კურსს ხელმისაწვდომს გახდის, რაც, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანია.
| : 0.0/0