ახალი საპროტესტო აქცია ახალქალაქში

ამ დროისათვის სამართალდამცველები ახალქალაქის საარჩევნო ოლქის შენობაში ისევ რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მიერ დაწერილი 10–მდე საჩივრიდან ახალქალაქის საარჩევნო კომისიამ დღეს მხოლოდ ოთხი განიხილა. განხილვის შედეგად პარტიის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რასაც “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მხარდამჭერების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანსა და კახა კუკავას შორის. დაპირისპირების დროს აქციის ერთ–ერთმა წევრმა შენობაში მინა ჩაამსხვრია.