ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,ქართულ ოცნებაში“ გადასვლას აპირებს.

 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,ქართულ ოცნებაში" გადასვლას აპირებს. ნაირ ირიციანი ამბობს, რომ თუ ახალ ხელისუფლებას დაჭირდება, ის ჯავახეთისთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი პირის განმარტებით ეს გადაწყვეტილება, მას იმ კონკრეტულმა ქმედებებმა მიაღებინა, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალმა მთავრობამ გაატარა. ნაირ ირიციანს ახალქალაქის გამგებლის პოსტი 6 წელია უკავია. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში პარტიული არასოდეს ყოფილა და ,,ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში გაწევრიანდა. დღეს  სურვილი აქვს მმართველ პარტიას შეუერთდეს და მათთან ითანამშრომლოს.   გამგებლის ამ განცხადებას ,,ქართული ოცნების" ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის წევრები გამოეხმაურნენ. კოალიციაში მის ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების სათავეში ,,ქართული ოცნების" მოსვლით ხსნიან. ისინი ამბობენ, რომ გამგებელმა  კოალიციაში გადასვლის შესახებ განცხადება ჯერ ახალქალაქის ორგანიზაციაში უნდა დაწეროს და არა ცენტრალურ ოფისში, რაც შეეხება იმ ფაქტს, მიიღებენ თუ არა ნაციონალ გამგებელს ,,ქართული ოცნების" რიგებში, ამაზე კოალიციაში წინასწარი პროგნოზი არ კეთდება. 

| : 0.0/0