ახალქალაქის ოთხი სოფელი 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წყალსადენი სისტემების რეაბილიტაციის ორი პროექტი სრულდება. სულდის, დადეშის, ბოზალისა და მიასნიკიანის 4 500-მდე მაცხოვრებელი სასმელ წყალს განახლებული წყალსადენით მიიღებს.

სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის გუბენატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. აკაკი მაჭუტაძის თქმით, სისტემის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 600 ათასი ლარით დაფინანსდა. აღნიშნულის ფარგლებში ორი სათავე ნაგებობა, ოთხი წნევის დამგდები ჭა და წყალსადენის 26 კილომეტრიანი მაგისტრალი მოეწყო.
გარდა ამისა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ კოთელიის 15 კილომეტრიანი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციაც. მისი მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. ახალი წყალსადენი მიმდებარე სოფლების 5 000-მდე მოსახლეს ხარისხიანი სასმელი წყლითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
| : 0.0/0