ახალქალაქში დღეს ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა ,,ქართულიოცნების" საპირისპირო აქცია გამართეს
ქალაქის ცენტრში, 1000–მდე ადამიანი შეიკრიბა. „სტაბილური ჯავხეთი გოგა ჟვანიას გარეშე"_ამ მოწოდებით, დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში შეკრებილმა 1000–მდე ადგილობრივმა, კოალიცია „ქართული ოცნების" წევრებს ჯავახეთში დესტაბილიზაციის მცდელობის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს. როგორც ისინი ამბობენ, ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები მათი რჩეულები არიან და საარჩევნო ვადის ამოწურვამდეც სწორედ ისინი იქნებიან. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან აქცია, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით გაიმართა. შეკრებილ მოსახლეობას ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმაც მიმართა. სამველ პეტოროსიანმა მომხრეებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციას ახალქალაქში, ქართული ოცნების წევრები გამოეხმაურნენ. ისინი ოპონენტების მხრიდან ბრალდებას, ჯავახეთში დესტაბილიზაციის შესახებ უარყოფენ და ამბობენ, რომ ადგილობრივი მთავრობის შეცვლისათვის ბრძოლას გააგრძელებენ. კოალიცია „ქართული ოცნების" წევრებმა საპროტესტო აქცია ახალქალაქში რამდენიმე დღის წინ გამართეს. მათ ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს, ერთი კვირის ვადაში შეცვლისაკენ მოუწოდებს. თუმცა ამ ულტიმატუმს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი გამოსვლით უპასუხეს. გაგრძელდება თუ არა აქციების სერია ჯავახეთში, ეს ჯერ–ჯერობით უცნობია.
| : 0.0/0