ახალქალაქში გზების რეაბილიტაცია 3 მილიონ ლარზე მეტი ჯდება

პროექტების ფარგლებში ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს, მოეწყო ტროტუარები და ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდა საკანალიზაციო ჭები, დაგეგმილია ასევე შიდა ეზოების მოწესრიგება და გაზონების მოწყობა.
სამუშაოებს შპს „არალი“ და შპს „ფრი ნესტატე: ახორციელებენ. პროექტები უმოკლეს ვადაში დასრულდება.
ორივე პროექტის განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონ 70 ათასი ლარი მოხმარდება. ჯამში რეაბილიტაცია ხუთკილომეტრიანი სიგრძის გზას ჩაუტარდება. შედეგად აღნიშნული უბნების კეთილმოწყობილი გზით ქალაქში მცხოვრები 11 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს.