ახალქალაქში ,,ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო სექტორს უმასპინძლა

  ახალქალაქში ,,ქართული ოცნების" რაიონულმა ორგანიზაციამ  ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.  შეხვედრა პარტიის ოფისში გაიმართა სადაც ნინოწმინისა და ახალქალქის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა საკითხებზე მომუსავე 25 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მიწვეული, შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების წევრებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაწეული საქმიანობის დეტალები გააცნეს და მათი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ამ ეტაპზე ჯავახეთში დგას. სოციალური სფერო, ეკონომიკური სექტორი, სოფლის მეურნეობა, დასაქმება,  გაზიფიცირება და გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა– ეს ის საკითხებია, რომელიც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, ყველაზე მეტად კი ჯავახეთში განათლებისა და სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემა დგას– აღნიშნეს დღევანდელ შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" ჯავახეთში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთ წარმართვაში, მათი თქმით მსგავსი შეხვედრები როგორც სამთავრობო ასევე სამოქალაქო სექტორის გააქტიურებისათვის  ძალიან მნიშვნელოვანია და ის მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

| : 0.0/0