ახალციხე ახალი წლისთვის ემზადება
  ცენტრალური პარკის ტერიტორია სადღესასწაულო სანათებით მოირთო.  ხეებსა და განათების ბოძებზე ფერადი ნათურები  დამონტაჟდა. ქუჩებისა და სკვერების მორთვა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ხორციელდება. როგორც გამგეობის თანამშრომლები აღნიშნავენ, ძირითადი სამზადისი ახალი წლისათვის ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული საკითხისათვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება  და ბიუჯეტიდან თანხაც გამოიყოფა. როგორ იზეიმებს ახალციხიე დღესაასწაულს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ცენტრალურ პარკში ტრადიციული ნაძვის ხის დადგმა კვლავ იგეგმება. მანამდე კი სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად  რამდენიმე დღეა ცენტრალური ქუჩები მოირთო.
| Теги: ახალციხე ახალი წლისთვის ემზადება | : 0.0/0