‘’ ახალციხე ჩვენი სახლია’’ სათაურით კონცერტი ახალციხის ჰოვჰანნეს თუმანიანის სახელობის სომხურ სკოლაში
30  ოქტომბერს ახალციხის  ჰოვჰანნეს თუმანიანის  სახელობის   № 3
სომხურ  საზოგადოებრივ სკოლაში გაიმართა ‘’ახალციხე ჩვენი სახლია’’
სათაურით კონცერტი , რომლის ორგანიზატორები იყვნენ სკოლის
სამასწავლებლო კოლექტივი.
კონცერტზე  თავიანთი ნომრებით  გამოვიდნენ ახალციხის  სომხური
    ახალგაზრდული ცენტრის  ‘’გოჰანამქ’’ ცეკვათა ანსამბლი  სომხური ხალხური  ცეკვებით ,  ‘’ ჩვენი მომავალი ‘’ ორგანიზაცია , ხალხური სიმღერებით და ცეკვებით  სამბა, ვალსი.
კონცერტს ესწრებოდნენ აგრეთვე სოფელ  სხვილისის სომხური სკოლის 
  ცეკვის და სიმღერის ჯგუფი .
       ღონისძიების შემდეგ , სკოლის მოსწავლეები თავიანთი კლასებით სტუმრებს  წარადგინეს ზეიმი –გამოფენა  მიძღვნილი  ‘’ოქროს შემოდგომას ‘’,
      რომელიც  დაამზადეს ხილეულით და ბოსტნეულით.
| : 4.0/1