„ახალციხე ძმობისა და ერთობის ქალაქი“
დღეს მეხუთე საშუალო სკოლაში მულტიკულტურული ღონისძიება გაიმართა. საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის და საბერძნეთის კულტურა, სამზარეულო და ეროვნული სიმღერები დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის თვალწინ გააცოცხლეს. მათ დამსწრე აუდიტორიას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ყოფა ცხოვრება უჩვენეს და თითოეული ქვეყნის ტრადიციებზე ისაუბრეს. ღონისძიებას ორგანზიება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის სტუდენტებმა გაუწიეს. მუშაობის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სტუდენტების თქმით საინტერესოდ ჩაიარა. „ახალციხე ძმობისა და ერთობის ქალაქი“– მასწავლებლთა მომზადების პროექტის ფარგლებში გაიმართა. სამცხე–ჯავახეთის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკებს მეხუთე საშუალო სკოლაში გადიოდნენ. მათ პროგრამის თანახმად გადამზადების პერიოდში ერთი ღონისძიების ჩატარება მოეთხოვებოდათ.
| : 0.0/0