ახალციხეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ესტუმრა.
დავით ნარმანიამ შეხვედრა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც სამცხე–ჯავახეთში შემავალი, ექვსი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სამინისტროში უნდა გააგზავნონ. მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყველა მნიშვნელოვან პროექტს დააფინანსებს, რისთვისაც საქართველოს მასშტაბით 200 მილიონი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტები მუნიციპალიტეტებმა სამინისტროში  11 მარტამდე უნდა წარადგინონ. დღესვე დავით ნარმანიამ ახალციხეში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ გაზეთსა და ტელევიზიასაც ესტუმრა.
| : 0.0/0