ახალციხეს სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ესტუმრა
18 ივლისს საქართველოსა და სომხეთის კულტურული სფეროების წარმომადგენლები ახალციხეს ესტუმრნენ. არაოფიციალური ვიზიტით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და სოხეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ, არევიკ სამუელიანმა არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს მეუფე ტეოდორეს შეხვდნენ, შემდეგ რატბათის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკუტრი ტაზარი მოინახულეს და რაბათის ისტორიული კომპლექსი დაათვალიერეს. საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის განმარტებით, ახალციხის ტერიტორიაზე სომხური ისტორიული ძეგლების ნაშთებიცაა , შესაბამისად ვიზიტის დროს სტუმრებმა საფლავის ქვები ანუ ხაჩკარები ნახეს. ნიკა ანთიძის თქმით ვიზიტი ნაყოფიერი და შედეგის მომტანი აღმოჩნდა. რაბათის ისტორიულ კომპლექსში ქართველ და სომეხ სტუმრებს ქალაქის მერმა და ციხის ადმინისტრაციამ უმასპინძლა. გიორგი კოპაძის თქმიტ, მსგავსი ტიპის ურთიერთ თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ფაქტა. სტუმრები ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის დასასრულს ისინი ვარძიაში გაემგზავრნენ, სადაც ისტორიული ძეგლი დაათვალიერეს.
| : 0.0/0