ახალციხეში აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავი
ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავი ახალციხეში ტრადიციულად 9 მაისის მემორიალთან აღინიშნა. აქ დილიდან შეკრების ვეტერანებს თარიღი ადგილობირივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ხალხური სიმღერებით მიულოცეს და მემორიალი ყავილებით შეამკეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 32 მეორე მსოფლიო ომის მონაწლიდან, დღეს ,,გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად მხოლოდ 5 მათგანი იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თარიღი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულმა და ადგილობრივი თვიტმმაღტველობის წარმოამდგენლებმაც მიულოცეს. ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, 9 მასს ვეტერანებს მთავრობისა და პრემიერ–მინისტრის ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით, ხოლო დაღუპული ვეტერანების ოჯახებს 200 ლარის ოდენობით გადაეცათ. აღნიშნულ საჩუქართან ერთად დღესვე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ახალციხის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჩუქრად 150 ლარის ოდენობით თანხა გადასცა.
| : 0.0/0