ახალციხეში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა

ახალციხეში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელიც სამოქალაქო სექტორის გააქტიურებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით იმუშავებს. მისი დამფუძნებლები კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები და გამგეობის ამჟამინდელი თანამშრომლები არიან. ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა. მისმა წარმომადგენლებმა საზოგადოებას საკუთარი მუშაობის ძირითადი მიზნები გააცნეს და აღნიშნეს, რომ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასაც გააკონტროლებს. აღნიშნული არასამთავრობო ორგაზნიაზაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ, 6–მა პირმა ჩამოაყალიბა. მათგან 5 გამგეობის წარმომადგენელია. ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნოდარ კურტანიძე განმარტავს, რომ ნებისმიერ მსურველს ან დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მათ საქმიანობაში ჩაერთოს ან დახმარების მიზნით მიმართოს. 

| : 0.0/0