ახალციხეში „აწარმოე საქართველო“– ს ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმის მიერ შედგენილი ბიზნესგეგმა სააგენტომ დაამტკიცა, სახელმწიფო აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის დაფინანსებას გასცემს. ერთი მეწარმე სახელმწიფოსგან 5000 ლარს მიიღებს, ორი ბიზნესმენის მიერ შემდგარი ამხანაგობა 10 000 ლარს, ხოლო გაერთიანებული სამი მეწარმე 15 000 ლარით დაფინანსდება. სამივე შემთხვევაში თანამონაწილეობა 20 %–იანია.