ახალციხეში დაარსდა ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირი
26 მარტს ახალციხეში ჩატარდა ახალად დაფუძნებული ორგანიზაციის ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირის დამფუძნებელი ყრილობა. ახლად დაარსებული ორგანიზაციის ყრილობაზე ესწრებოდნენ უმეტესად ახალციხის მხატვრები, ინტელიგენცია და სომხური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლებმა შეატყობინეს Akhaltskha.Net – ს, ახლად დაარსებული ორგანიზაციის მიზანია ქალაქისა და სოფლების ყველა შემოქმედ და ტალანტურ პიროვნებების წახალისება, დახმარება და გაერთიანება იმისათვის, რომ ჩვენს ქალაქში გაგრძელდეს და განვითარდეს ახალციხეში დაბადებული ისეთი ცნობილი მხატვრების მოღვაწეობა, როგორიცაა ვარდგეს სურენიანცი, ვაჰრამ გაიფეჭიანი და ჰაკობ კოჯოიანი.
ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართა ნახატებისა და სხვა შემოქმედებების გამოფენა.


| : 0.0/0