ახალციხეში განიხილეს სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი

17 აპრილს ახალციხის დემოკრატ მესხთა კავშირში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ,,ფოკუს’’ კვლევითი ჯგუფის წარმომადგენელსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, არაქართული სკოლების ქართული ენის მასწავლებლებს შორის.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი.

შეხვედრაზე დამსწრეთა აზრით, უდიდესი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის სამცხე- ჯავახეთის რეგიონში ეთნიკურ უმცირესობებს ინტეგრაციაში ეს არის სახელმწიფო ენის უცოდინარესობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფო ენის უცოდინარესობა მიმდინარეობს იქიდან, რომ ჯავახეთის რეგიონის ზოგი სოფელი დასახლებულია მხოლოდ სომხებით და მათ არა აქვთ ურთიერთობა ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობასთან. ამასთანავე ზოგ არაქართულ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლები არ არიან მაღალ კვოლიპიცირებული და ამ რეგიონში აღინიშნება ქართული სატელევიზიო არხების ნაკლებობა. ხოლო სახელმიფო სამსახურის მიღებისათვის აუცილებელია ქართული ენის ცოდნა.

ამ შეხვედრაზე მონაწილეთა აზრით, დღესდღეობით ენის ცოდნის საკითხი გაუმჯობესებულია გასულ წლებთან შედარებით, რადგან სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს და დახმარებას უწევს ამ საკითხის მოგვარებას. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ახალციხის რეგიონის სომეხი მოსახლეობა საკმაოდ კარგად ფლობს სახელმწიფო ენას ახალქალაქისა და ნინოწმინდის რეგიონის მოსახლეობასთან შედარებით.

| : 0.0/0