ახალციხეში განხორციელდა ტრეინინგ-პროგრამა თემაზე ,,კულტურათშორისი კომუნიკაცია და თანამშრომლობა”
21-23 იანვარს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ,,ერთად ძლიერები ვართ” პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრეინინგ-პროგრამა თემაზე ,,კულტურათშორისი კომუნიკაცია და თანამშრომლობა”. ტრეინინგ-პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 48 ქართველი და სომეხი ახალგაზრდა 18-25 ასაკის. მათი მიზანი იყო იმ პრობლემების წამოყენება და განხილვა, რომელიც წლების მანძილზე არსებობდა ორ ერს შორის, მათი გადაჭრის ხერხების შეთავაზება და ხელი შეეწყოთ ორ ერთა თანამშრომლობასა და ურთიერთობაში.
პირველი დღის პროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დაახლოება სხვადასხვა აქტივობების საშუალებით, რათა მათ უფრო კარგად გაეცნოთ ერთმანეთი და საკამათო საკითხების განხილვის დროს ერთმანეთის მიმართ ყოფილიყვნენ მომთმენი და ტოლერანტული.
შემდეგი დღის საკითხების განხილვის დროს, აღმოჩნდა რომ ორივე მხარეს მსგავსი პრობლემები აწუხებდა. როგორიცაა საქართველოსა და სომხეთის საინფორმაციო საშუალებების არაკონსტრუქციული მიდგომა საკითხების განხილვაში, ქართველი მოსახლეობის ნაწილის მხრიდან სომეხი მოსახლეობის მეორე ხარისხოვნად მიჩნევა, სადავოდ მიჩნეული ეკლესიები, ისტორიის უზუსტობა, ენა და სხვა მრავალი საკითხი.
პრობლემების განხილვისას ახალგაზრდები იმ დასკვმნამდე მივიდნენ, რომ არსებული ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა:
- დაარსდეს საერთო ახალგაზრდული ორგანიზაციები, სადაც ორივე ერის ახალგაზრდებს ექნებათ საკითხების განხილვის, მათი გადაჭრის და ერთმანეთთან თანამშრომლობის საშუალება;
- ორი ერის მოსწავლეებისთვის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება;
- ქართულ და სომხურ ოჯახებში ერთკვირიანი სტუმრობა, რათა კარგად გაეცნონ ერთმანეთის კულტურას;
- ერთობლივი ბანაკების ორგანიზება.
ტრეინინგის დასასრულს ახალგაზრდები მიესალმნენ ახალციხეში ამგვარი პროგრამის განხორციელებას და ამასთანავე აღნიშნეს, რომ ქალაქის მოსახლეობას ყოველთვის ერთმანეთთან ჰქონიათ თბილი და მეგობრული ურთიერთობა და არ განიხილავენ ამგვარ საკითხებს. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, სწორედ მცირე ჯგუფებიდან იწყება ორი ერის მეგობრული ურთიერთობა, სადაც საკითხები განიხილება თბილ და კეთილ გარემოში შეურაწყოფის მიყენების გარეშე.
ტრეინინგ-პროგრამის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი.
Eეს პროგრამა განხორციელდა საქართველოში მსოფლიო ბანკის მიერ.

| : 0.0/0