ახალციხეში ,,გირჩის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა.
ახალციხეში ,,გირჩის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლები დღეს ადგილობრივებს შეხვდნენ და საკუთარი მიზნებისა და მუშაობის პრინციპების შესახებ ესაუბრნენ. მათი თქმით, ოფისის გახსნის მიზანია, რეგიონში უფრო მეტი ადამიანი მოიძიონ, რომლებიც შემდეგ პოლიტიკურ სფეროში აქტიურად ჩაერთვებიან. ,,გირჩის“ წარმომადგენლები ადგილობრივებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ცენტრის მიერ შექმნილ ახალ მოდელზეც ესაუბრნენ. როგორც მათ განმარტეს, რამდენიმე დღის წინ, უმრალესობამ პარლამენტში ინიციატივა დაარეგისტირა, რომელიც მაჟორიტარული სისტემით მანდატების გადანაწილების ახალ წესს ეხება. პარლამენტის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ წესს რამდენიმე ხარვეზი აქვს. კერძოდ, ინიციატივა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე მასში მუნიციპალიტეტები და ქალაქები ხელოვნურად არის დაყოფილი, იმისთვის, რომ უფრო უკეთ მოერგოს მმართველი პარტიის მიზნებს – განმარტავენ ,,გირჩის“ წევრები. შესაბამისად, მათ ახალი მოდელი შექმნეს, რომლის დარეგისტრირებას, საკანონმდებლო ორგანოში, უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ახალციხეში, ,,გირჩის“ რიგით მეხუთე ოფისი გაიხსნა. ამ დრიოსთვის, პარტიას საკუთარი წარმომადგენლები ახალციხის გარდა, ქუთაისში, თელავში, თბილისსა და გორში ჰყავს. წლის ბოლომდე ოფისების გახსნა კიდევ 5 რეგიონულ ცენტრში იგეგმება.
ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტარი

კობა გორგოძე პარტია ,,გირჩის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი
| : 0.0/0