ახალციხეში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მიმდინარეობს

მოსალხეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მიმდინარეობს, თუმცა ბოლო აღწერა 2002 წელს ჩატარდა. ,,საქტატის“ თანამშრომლები განმარტავენ, რომ პროცესის ორი წლით დაგვიანება ფინანსურ მხარსთან იყო დაკავშირებული. მიმდინარე წელს კი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო აღწერას 15 დღე დაეთმობა და 19 ნოემბერს დასრულდება.
საყოველთაო აღწერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარდა, საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს. მასში მონაწილობა ქვეყნის ყველა მოქალაქემ, ქვეყანაში მცხოვრებმა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიიღოს. პროცესის პირველადი მონაცემები ხელმისაწვდომი 2015 წლის აპრილის თვეში, ხოლო საბოლოო მონაცემები 2016 წელს იქნება ცნობილი. 2002 წლის ოფიციალური მონაცემებით, კი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლოებით 4.497 მილიონსს შეადგენდა.