ახალციხეში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარტია დატოვეს

გელა ნოზაძის თქმით, ისინი ,,თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებისა და კოალიციაში დარჩენის შესახებ ოფიციალურ განცხადებას, საკრებულოს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მმართველ გუნდში გადასვლის გადაწყვეტილება, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
გელა ნოზაძისა და ბაიცარ მანასიანის გარდა, ,,თავისუფალი დეოკრატები“ ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, ბიძინა გოგოლაძემაც დატოვა. ისინი საკრებულოში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას გეგმავენ, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შევა.