ახალციხეში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში „საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“ იმსჯელეს.

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციით თავი დაიმკვიდროს, რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების კუთხით, რა ტექნიკური ბარიერები შეიძლება შეგვხვდეს ვაჭრობის პროცესში, – ამ და სხვა საკითხებზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ისაუბრეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ხელმძღვანელობა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანები დაესწრნენ.

სემინარი ახალციხეში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოსა და პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ორგანიზებით გაიმართა.
| : 0.0/0