ახალციხეში ცენტრალურმა ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყო
დღეს „ალფა მარკეტიდან" მცირე მეწარმეების ნაწილმა , „შპს ბაზარის" ტერიტორიაზე გადმოინაცვლა. ბაზრის ერთ ნაწილში, რომელიც ყველაზე მოწყობილი იყო სასოფო სამეურნეო პროდუქტი განათავსეს და ვაჭრობა განაახლეს. დღესვე ცენტრალურ ბაზარში, თავიანთი პროდუქტი სოფლიდან ჩამოსულმა მოვაჭრეებმაც განათავსეს. როგორც ისინი ამბობენ ქალაქის ცენტრში სავაჭრო ობიექტის ფუნქციონირება მათთვის უფრო მოსახერხებელია. მათივე თქმით შპს ბაზარში გადმოსვლის სურვილი, ალფა მარკეტიდან სხვა მცირე მეწარმეებსაც აქვთ. შენობა, სადაც ადრე მხოლოდ რძის პროდუქტები იყო განთავსებული, ახლა სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა ნაწარმი გაიყიდება. კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბაზარი 2011 წლის 7 ნოემბერს დაიხურა. მცირე მეწარმეებმა კი ძველ ბაზარში დაბრუნება ზუსტად ერთი წლის თავზე შეძლეს.
| : 0.0/0