ახალციხეში თვითმმართველი თემის საკრებულო დამტკიცებულია

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაუსახელებია, უმცირესობაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას. მაკა სუდაძე განმარტავს, რომ მათი კანდიდატი საკრებულოს წევრებისაგან მხარდაჭერას მაინც ვერ მოიპოვებდა. ისევე როგორ ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებმა მაკა სუდაძემაც რეგლამენტის მიღებაში მონაწილეობაზე თავი შეიკავა. მათ მხარი არ დაუჭირეს მუდმივ მოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევას, რადგან მაკა სუდაძის თქმით კანდიდატურები მათაც ჰყავდათ. მიუხედავად ამისა მუდმივმოქმედი კომისია მაინც ქართული ოცნების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდა. საკრებულოს სხდომაზე ოფიციამურად დასახელდა თვითმართველი თემის გამგებელიც. ზაზა მელიქიძემ არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. იგი მედიასთან განმარტავს, რომ საკრებულოსთან შეთანხმებულად იმუშავებს, იმ პროექტებზე რომელიც თემში უკვე მიმდინარეოს და ახალ გეგმებსაც დასახავს. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ გამგეობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება, თუმცა როდის – ამაზე არ საუბრობს, მისივე თქმით მოადგილეების საკითხიც განიხილება და საზოგადოებას მალე მათაც წარუდგენს.
ახალციხის თემში, 2014 წლის მოწვევის საკრებულო #37-ე საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. თეა გავაშელმა თვითმართველობის არჩვენები შეაჯამა და საკნონმდებლო ორგანოს ახალი წარმომადგენლები ოფიციალურად დაასახელა. რის შემდეგაც მათ სამანდატო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭი უყარეს. (მგონი ასეა სწორი) სხდომაზე საკრებულოს დებულების მიღების, თავმჯდომარისა და მუდმივმოქმედი კომისიის არჩევისა და დამტკიცების პროცესი, სამანდატო კომისიის თავმჯდომარის თამარ გოგინაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. რამდენი ფრაქცია შეიქმნება და ვინ იქნებიან თავმჯდომარეები, თვითმართველი თემის საკრებულოში ეს ჯერ ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ ახალციხის თვითმართველი თემის საკანონმდებლო ორგანოში სულ 30 დეპუტატი შევიდა, რომელთაგან 15 მაჟორიტარული წესით და 15 პროპორცილული სისტემითაა არჩეული, მათგან რვა ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი კი ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან.