ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში რეგიონის განვითარების გეგმის ბოლო განხილვა მოეწყო.
ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში რეგიონის განვითარების გეგმის ბოლო განხილვა მოეწყო. სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები – ეს ის სფეროებია, რომელი მიმართულებითაც სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში იმუშავებს. შეხვედრას სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები – ეს ის სფეროებია, რომლის მიხედვითაც სამცხე–ჯავახეთი უნდა განვითარდეს. დოკუმენტის შექმნის შემდეგ მას თავდაპირველად რეგიონის რწმუნებული გაეცნობა, რომელიც მთავრობის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს. დოკუმენტის ჩამოყალიბებას სამუშაო ჯგუფები მაისის ბოლოსთვის ვარაუდობენ. 
| : 0.0/0