ახალციხის ბაღებში სწავლა შეწყდა

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და პრობლემის მოგვარება სთხოვა. ნანა გელაშვილის თქმით, როდის აღდგება ბაღებში სწავლა ეს წერილის პასუხზეა დამოკიდებული.
ასევე, რეორგანიზაციის გამო ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებლებათა გაერთიანება ორად გაიყო. სოფლის ბაგა–ბაღები ერთ დაწესებულებაში გაერთიანდებიან, ხოლო, ახალციხის ბაგა–ბაღები მეორეში. ორივე მათგანს კი თავისი საშტატო ერთეული და ბიუჯეტი ექნება და თავიანთი ხელმძღვანელები ეყოლება. ამ ეტაპზე თვითმმართველ ქალაქში გაერთიანების ხელმძღვანელად კვლავ ნანა გელაშვილი, რჩება, ხოლო თემში დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ამავე სამსახურის საქმის წარმოების ყოფილი სპეციალისტი ლელა ოქრმელიძე დაინიშნა.